სოფელი ისტორიულ ქვემო ჯავახეთში, მტკვრის ხეობაში. XVI საუკუნეში, ოსმალთა ბატონობისას, ეს სოფელი შედიოდა ახალქალაქის ლივის თმოგვის ნაჰიეში. მაშინ იქ 22 კომლი ცხოვრობდა, სახელების მიხედვით - ქართველები: რევაზა ზოზასძე, ვარძელ ბადრიასძე, თევდორე ბასილასძე, ზაქარა დემეტრესძე, სიმონ ივანესძე, ვარძელ მანასესძე და სხვ. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელი, ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი; წლიური გამოსაღები შეადგენდა 15 500 ახჩას. 1703–1704 წლებში ეს სოფელი ვინმე ალის ექვემდებარებოდა და წლიური გამოსაღები 15 300 ახჩა იყო.
|